ევროკავშირის დელეგაციის წევრები ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის მოსანახულებლად გაემგზავრნენ
თვითმფრინავი, რომლითაც ორგანიზაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიგელ-ანხელ მორატინოსის ხელმძღვანელობით ევროკავშირის დელეგაციის წევრები ჩამოფრინდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ერთი საათის წინ დაეშვა.
აღსანიშნავია, რომ სტუმრებს აეროპორტში კომენტარები არ გაუკეთებიათ და ისინი აეროპორტიდანვე პირდაპირ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ, რომელიც 1 მარტს გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ყაზბეგიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ევროკავშირის დელეგაციის წევრები შეხვდრებს საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან გამართავენ. დღევანდელი დღის გრაფიკი საკმაოდ გადატვირთულია: მიგელ ანხელ მორატინოსი საგარეო უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილს შეხვდება. ბოლოს კი მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.