ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" დეკრეტული შვებულების გაზრდის ინიციატივით გამოდის.
მათ მიერ მომზადებულ, "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებათა პაკეტს
"ედპ"-ის ლიდერი გურამ ჩახვაძე დეტალურად დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაახმოვანებს.
"დედებისთვის დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს. საქართველოში ის მხოლოდ 126 დღით განისაზღვრება მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში 3-წლიანი შვებულებები არსებობს", - აცხადებს ჩახვაძე.
ამასთან, "ეროვნულ-დემოკრატების" კიდევ ერთი ინიციატივით, სამსახურში აყვანაზე უარი არ უნდა ეთქვათ არც ფეხმძიმე ქალებსაც.