შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას "კონსტრუქციულ ნაბიჯად" აფასებს.
"ჩემი აზრით, ესაა პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური
პირობების გაუმჯობესებას ხალხებს შორის მთალიანდ რეგიონში. ეს მნიშვნელოვანია ყველა სამხრეთკავკასიური ქვეყნებისთვის. საბაჟოს გახსნა არის კონსტრუქციული ნაბიჯი, რომელიც სწორედ ამას ემსახურება", - განუცხადა ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისვე განმარტებით, აშშ განაგრძობს საქართველოსა და მისი ტერიტირიული მთლიანობის მხარდაჭერას.
შეგახსენებთ, რომ დარიალის პუნქტი სამწლიანი ბლოკირების შემდეგ 1 მარტს გაიხსნა. გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ, როგორც აცხადებს, ოფიციალური ერევანის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.