"კონსერვატიული პარტიის" ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, "ნინო ბურჯანაძის სახით ქვეყნის "მოღალატეების" რიცხვს კიდევ ერთი შეემატა".
"მოღალატეების" რიცხვი იზრდება კატასტროფულად", - განუცხადა ძიძიგურმა ჟურნალისტებს ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე კომენტირებისას.
ამასთან, "კონსერვატორების" ლიდერი რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმოების აუცილებლობის თაობაზე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარის გადაწყვეტილებას "მნიშვნელოვანსა" და "სერიოზულს", ხოლო მის მოსკოვში ვიზიტს "გაბედულ ნაბიჯად" აფასებს.
შეგახსენებთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს გამთენიისას მოსკოვში გაემგზავრა. როგორც მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.