პარტია "მრეწველების" ლიდერები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე ვენაში გაემგზავრნენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, 5 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი ავსტრიის თავისუფლების პარტიის თავმჯდომარეს და 2010 წლის ვენის მერობის კანდიდატ ჰაინც კრისტიან შტრახეს შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ თოფაძისა და ტყემალაძის ვენაში ვიზიტი სწორედ მათი მიწვევით ხორციელდება.
"შეხვედრაზე მხარეები ორი ქალაქის მერობის კანდიდატების პოლიტიკურ ხედვებსა და სამომავლო მიმართულებებს განიხილავენ. ამასთან, გაფორმდება სათანადო ხელშეკრულებაც (განზრახულობათა ოქმი), რომელიც მათ მიერვე იქნება რეალიზებული", - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.
ამასთან, "მრეწველების" ლიდერები ვენაში ვიზიტის ფარგლებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ყოველწლიურ საზეიმო ცერემონიალში "ვენის მეჯლისი".