საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია როგორც ჩანს ჩემმა განცხადებებმა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდეტო კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე, ამიტომ გადავწყვიტე აქ კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბო პოზიცია: ყველა ინტერვიუში დავადასტურე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისადმი პატივისცემა და აქაც ვადასტურებ. როგორც ყველამ ვიცით, საქართველოს მოქალაქეობა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისთვის და ქალბატონი სალომე ნამდვილად ასეთი ადამიანია", - აცხადებს იმერლიშვილი.
დეპუტატი განმარტავს, რომ აღნიშნული მოტივების საფუძველზე მან და უმრაველობის სხვა წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციტივა წარმოადგინეს.
„უმრავლესობის წევრ სხვა პარლამენტარებთან ერთად, მეც ვარ ინიციატორი იმ საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელითაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ეძლევათ უფლება კენჭი იყარონ საქართველოს პრეზიდენტად. ამ ცვლილებებმა შემოიარა (სახალხო განხილვების ფორმატში) მთლი საქართველო და საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომებზე ვაპირებთ განხილვებს პარლამენტში. მანამ სანამ ეს ცვლილებები არ იქნება მიღბული, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ იქნება რეგისტრირებული კანდიდატად", - აცხადებს იმერლიშვილი.
იმერლიშვილი განმარტავს, რომ ორმა პირმა, რომლებიც იყვენ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, შეიტანეს ცესკოში დასარეგისტრირებლად საბუთები, თუმცაღა მათ ეთქვათ უარი, შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა გაასაჩივრა ცესკოს უარი საერთო სასამართლოებში, თუმცაღა არ დაკმაყოფილდა არც იქ მისი სარჩელი.
„სასამართლომაც თქვა, რომ ცესკომ კანონმდებლობის დაცვით თქვა უარი რეგისტრაციაზე. შესაბამისად ვფიქრობ ცესკო არც ქალბატონი სალომესთვის დაუშვებს გამონაკლისს, ვინაიდან კანონმდებლობა გამონაკლისებს არ იცნობს და ყველასთვის ერთიანია", - აცხადებს საპარალემენტო უმრავლესობის წევრი.