დღეს, 3 მარტს, საქართველოს ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე გუნდარს დაუძე ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გუნდარს დაუძე პირველ შეხვედრას ლატვიის საელჩოში გამართავს. იმავე დღეს, სტუმარი კახეთში გაემგზავრება და ბოდბის მონასტერს, შემდეგ კი სიღნაღს დაათვალიერებს.
4 მარტს ლატვიის სეიმის თავმჯდომარე "ქარვასლას" ეწვევა და თბილისის მუზეუმის ექსპოზიციას დაათვალიერებს, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტში მივა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმისადმი მიძღვნილ გამოფენას გახსნის. ამავე დღეს გუნდარს დაუძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიღებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ასევე საპარლამენტო ოპოზიციასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე თბილისს 6 მარტს დატოვებს.