სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებად აფასებს. როგორც ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა სარფის საბაჟოზე მინარეთის კონსტრუქციის განბაჟების დროს საბაჟოში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა დარეკა, რომელმაც საზღვარზე კონსტრუქციის დაუბრკოლებლად გატარება მოითხოვა.
მამუკა არეშიძემ ამ ეტაპზე ყოფილი მაღალჩინოსნის ვინაობა არ დააკონკრეტა. როგორც არეშიძემ ჟურნალისტებთან განამარტა გარკვეული პოლიტიკური ძალები ხელისუფლების დისკრედიტაციასა და დასუსტებას ცდილობენ.
,,ამ საქმეში ჩართულია წინა ხელისუფლების, ,,ნაციონალური მოძრაობის'გარვეული ნაწილი, რომელიც ვითარებას ხელოვნურად ამწვავებენ. სამთა წყაროს, გურიის, ადიგენის მოვლენები ამ აზრისკენ გვიბიძგებს. ადიგენის რაიონში იგივე სურათი განმეორდა. მთელი ეს სისტემა, პროცესი აწყობილი და გააზრებული იყო იმ შედეგზე ორიენტირებული რაც მოხდა_ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირება", _განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელას მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს მიიღო. 26 აგვისტოს კი, ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც სოფლიდან მინარეთი გამოიტანეს.
მინარეთის დემონტაჟის პროცესში სამართალდამცველებისთვის გაწეული წინააღმდეგობის და მათთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებაში ხელის შეშლის ბრალდებით ათობით ადილობრივი მუსლიმი დააკავეს.
ამასთან, ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან ორი დღის განმავლობაში მუსლიმი მრევლის საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. მომიტინგეები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პრემანენტული აქციებით იმუქრებოდნენ. სოფელ ჭელაში მცხოვრებ მუსლიმთა პროტესტს აჭარის რეგიონის მუფტი და აჭარაში მცხოვრები მუსლიმთა ნაწილიც შეუერთდნენ.