დღეს, ლეიბორისტული პარტიის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, ამავე პარტიის ერთერთი ლიდერის განაცხადებით, დუშეთის რაიონში უკანონოდ ხდება ძველი გაზსადენი მილების გასხვისება. ამასთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის ცილისმწამებლურ ხასიათს ატარებს.
ზემოხსენებული გაზსადენის მილები, რომელსაც ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი ცეზარ ჩოჩელის საკუთრებად მიიჩნევს, დღესდღეობით ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ხოლო რაც შეეხება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხულ 2300მ. მილსადენს, აქედან 1400მ. უკვე გაყიდულია აუქციონის წესით. დანარჩენილი 900მ-ზე კი აუქციონის ჩატარება მიმდინარე თვის ბოლოსაა დაგეგმილი.
Bმცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია აქვე აღნიშნავს, რომ ბოლო დროს, პრესისა თუ ტელევიზიის საშუალებებით მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მიმართ ლეიბორისტული პარტიის ლიდერების მხრიდან გახშირებულმა ცილისმწამებლურმა და ბინძურმა კამპანიამ აბსურდულ პიკს მიაღწია.
Aისევე, როგორც დღევანდელი პრესკომფერენციის მთავარი თემა, ასევე ყველა დანარჩენი ბრალდება, რომელსაც ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლობა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის წინაშე აყენებს, ფაქტიურად საფუძველმოკლებული და ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშეა წარმოდგენილი.
Bბრალდებების ძირითადი ნაწილი, სახელმწიფო ქონების მითვისებას და ამავე ქონების უკანონოდ გასხვისებას ეხება. აღნიშნული დოკუმენტაცია საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს და მათი გადამოწმება ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებისთვისაც ხელმისაწვდომია.