ჩინეთის პოლიციამ, ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში, პროვინცია გუანდუნში, ასევე ჰონკონგსა და მაკაოში 1,8 ათასი ადამიანი დააკავა. ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 2500 ობიექტში შეამოწმეს, მათ შორის ღამის კლუბები და მასაჟის სალონები. ოპერაციის შედეგად პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებებიც ამოიღო, რომელთა ფასიც 5 მლნ დოლარს აჭარბებს. დაპატიმრებულთაგან ყველაზე ახალგაზრდა 12 წლისაა, ხოლო ყველაზე უფროსი - 95 წლის.
მასალის გამოყენების პირობები