შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, შეკვეთილის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის ცურვის წესების ჰიდროციკლით დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქეები: ზაზა კ. და ანზორ ყ.
აღნიშნულ პიროვნებებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრათ ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები