"ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას დუშეთის რაიონში ძველი გაზსადენის რკინის კონსტრუქციების უკანონოდ გაყიდვაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი მტკიცებით, ანანურთან, სოფელ თაისხევში ამ დროისთვის ასეულობით ტონა მიწიდან ამოთხრილი მაგისტრალური გაზსადენის მილიონებად ღირებული რკინის მასალა აწყვია, რომელიც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს ეკუთვნის.
შატბერაშვილის განცხადებით, ჩოჩელმა და მისმა გარემოცვამ დუშეთის რაიონში გასული საუკუნის 60-იან წლებში აგებული გაზსადენის 14-კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე გაყიდა, რომელიც სოფელ ჩინთიდან ჭოპორტამდე იყო განლაგებული.
შატბერაშვილი სამართალდამცავ ორგანოებისგან საქმის სასწრაფოდ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯასითხოვს.