4-5 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ ვერჰაგენთან, ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრთან ეიმერთ ვან მიდელკოპთან, ნიდერლანდების სამეფოს სენატის თავმჯდომარესთან რენე ვან დერ ლინდენთან, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა მინისტრთან ფრანს ტიმერმანსთან და ასევე ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის დასწრება ასენის დრენტის მუზეუმის გამოფენის („Gold from Georgia ") გახსნის ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება წმ. იოსების ეკლესიის შენობაში.