"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს.
როგორც ახვლდებიანმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ცისკარიშვილმა იცრუა, როდესაც პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამართული პოლიტიკური დებატებისას განაცხადა, რომ ჭიათურის რეგრესის პენსიონერებისა და წარმოებაში დაზარალებულების წინაშე არსებული დავალიანება ხელისუფლებამ უკვე დაფარა.
"უმრავლესობის ლიდერმა თქვა ტყუილი. მოვითხოვთ პეტრე ცისკარიშვილმა და პრეზიდენტმა ამ ადამიანებს გასცენ პასუხი რა დავალიანება გაუსტუმრა მათ ხელისუფლებამ", - განაცხადა ახვლედიანმა, რომლის ბრიფინგსაც ჭიათურ-მანგანუმის კრედიტორებიც ესწრებოდნენ.
აღნიშნულ კონტექსტში, "ქრისტიან-დემოკრატები" ჭიათურის რეგრესის პენსიონერებთა და წარმოებაში დაზარალებულების წინაშე არსებული დავალიანების დაფარვას ხელისუფლებისგან ისევ მოითხოვენ.