მოხდება თუ არა ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით სხვა წარმომავლობის ტვირთებთან ერთად ქართული ტვირთის გადაზიდვა ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განუცხადა.
"გავა თუ არა ამ გზის გავლით ქართული ტვირთები, დეტალები დაზუსტებული არ არის და ეს მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს. ამაზე ეხლა საუბარი ძნელია", - განმარტა იაკობაშვილმა.
შეგახსენბებთ რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი გუშინ გაიხსნა.