საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2010 წლის 1 მარტს პერუს რესპუბლიკაში, კალკას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის გამო, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით 7 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თანაგრძნობას დაღუპულთა ოჯახების მიმართ.