უფლებადამცევლი მერაბ ბლადაძე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა კი არა, ივანიშვილმა მედია-კავშირმა „ობიექტივის" დახმარებით დაამარცხა.
„მონსტრი რომ დავამარცხეთ, ეს იყო ივანიშვილის, ხალხისა და „ობიექტივის" დამსახურება. მე აღარ გავჩუმდები ამდენ უმადურობაზე და თქვენ იბრალეთ და იყავით. სამწუხაროდ, „ოცნება" ამ „მონსტრის" ნარჩენებთან კოჰაბიტაციურად ცხოვრობს. ხალხი, მე და ჩემი მეგობრები კი, მედია-კავშირ „ობიექტივს" ვგულისხმობ, ბრძოლას ისევ ვაგრძელებთ," - ამბობს ბლადაძე, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბელგიაში მედია-კავშირ „ობიექტივის" წარმოამდგენელი და ემიგრანტთა ომბუდსმენი იყო. ამასთან, ე.წ. ციხის კადრების ავტორად მიჩნეული ვლადიმერ ბედუკაძე ბრიუსელში თავდაპირველად სწორედ ბლადაძის სახლში ცხოვრობდა.