ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ბათიაშვილი ფირმა დენსუსის დასკვნის განსაჯაროება მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების დაშანტაჟების მორიგ მცდელობად აფასებს
„გაურკვეველი დასკვნის გამოქვეყნება, რაც მოხდა ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით და ინსპირაციით, არის მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დაშანტაჟების მორიგი მცდელობა. მან რამდენიმე ესეთი მცდელობა ბოლო პერიოდის მანძილზე უკვე გააკეთა და ეს არის კიდევ ერთი სერიოზული შანტაჟის მცდელობა, რითაც მას სურს თავის დანშაულებრივ ქმედებში ჩაითრიოს და ფაქტიურად თანამონაწილე გახადოს ამერიკის შეერთებული შტატები. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ამ სიგნალებით ემზადება კიდევ უფრო სერიოზული დამაშანტაჟებელი ინფორმაციისა თუ დეზინფორმაციისთვის.
რაც ეხება უშუალოდ ამ დასკვნას. მინდა გითხრათ რომ ფირმა დენსუსი არ წარმოადგენს არც სახელმწიფო დეპარტამენტს, არც FBI-ს. ფირმა დენსუსი არის კერძო კომპანია, კერძო ფირმა და საერთოდ მის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე ამდენი აჟიოტაჟის ატეხვა ნამდვილად არ ღირდა და მითუმეტეს ის ვერ გამოდგება ვერავითარ ახალ გარემოებად იმისთვის რომ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს ვანო ბერაბიშვილის წინააღმდეგ.
ეს არის ფირმა, რომელმაც მხოლოდ დასკვნა კი არ გამოაქვეყნა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ ის, როგორც ცნობილია, იყო დაქირავებული და კონსულტაციებს უწევდა სააკაშვილი- მერაბიშვილის პოლიციას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფდა მათ ტრეინინგებს, ასწავლიდა მიტინგის დაშლის ტაქტიკას და ა.შ.
რაც შეეხება 26 მაისის დასკვნის დადებას, აღნიშნული ფირმა ინფორმაციებს ღებულობდა მხოლოდ ოფიციალური სტრუქტურებიდან და არცერთი დაზარალებულისაგან მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს მიღებული. სწორედ აქედანვე გამომდინარეობს შედეგიც, თუ რატომ ემთხვევა რაღაც კერძო ოკმპანია დენსუსის მიერ გაკეთებული დასკვნის ტექსტი ერთი ერთზე იმ ტექსტებს, რასაც ლაპარაკობდა სააკაშვილის ხელისუფლება 26 მაისთან დაკავშირებით"-განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.