ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანას კარგ შედეგს არ მოუტანს - ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა და ნანა კაკაბაძის ინიციატივას გამოეხმაურა.
"თუ ქალბატონ ნანას, ან ვინმე სხვას ჰგონია, რომ ჩვენ ყოველი ახლადარჩეული პარლამენტი 10 თვეში უნდა გადავირჩიოთ, რეფერენდუმი ვატაროთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ვატაროთ და ეს კარგ შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის, ძალიან ცდება. მერვე მოწვევის პარლამენტი ყველაზე უფრო მეტად ქმედითუნარიანია და მას ყველაზე უფრო ღირსეული თავმჯდომარე ჰყავს, რომელიც კი ოდესმე ჰყოლია", - აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს რომ მძიმედ აღსაქმელია, როცა ხელისუფლებას სამართლიანობის პროცესის აღდგენის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
"არავის არ უთქვამს რომ 9 თვეში შესაძლებელია 9 წლიანი საზარელი მმართველობის ყველა შავბნელი კუნჭულის გამოძიება. ეს წარმოუდგენელია, ნუ ელოდებით იმას, რომ ჩვენ აქ დავკავდებით ინკვიზიციური მართლმსაჯულებით, კოცონებს დავანთებთ და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ძელებზე გავსვამთ", - ამბობს დეპუტატი .
მასალის გამოყენების პირობები