პრეზიდენტისთვის ბრძოლას კიდევ ერთი კანდიდატი უშანგი დონჯაშვილი აპირებს. გამარჯვების შემთხვევაში, მისი პრიორიტეტი მეანაბრეების უფლებების დაცვა იქნება.
"მე მეანაბრეების უფლებებს 1996 წლიდან ვიცავ, მას შემდეგ, რაც წინაპრებისგან დატოვებული ოქრო გავყიდე და თანხა დამეკარგა. კონკურენტი არავინ მეყოლება, რადგან თუ ჩემი საარჩევნო კამპანია კარგად ჩავატარე და ეს დაპირებები თითოეულ მეანაბრემდე მივიტანე, 2,5 მილიონი მეანაბრიდან არანაკლებ 2 მილიონ ხმას მივიღებ. ყველა კანდიდატს გადავუჯოკრავ,"- განაცხადა უშანგი დონჯაშვილმა.
საქართველოში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირებულია ქვეყნის პრეზიდენტობის 30-მდე კანდიდატი.