პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, პარტია "სამართლიანობის აღდგენის ხმა - უფალია ჩვენი სიმართლეს" წარმომადგენლის მიხეილ-გელა სალუაშვილის განცხადებით, მისი წინასაარჩევნო პროგრამის სახელწოდება "უფლის სახელით გაბრწყინებილი საქართველო" იქნება.
მისივე თქმით, იგი ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 530 მხარდამჭერის ხელმოწერა უკვე წარადგინა დაქ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას სლოგანით - "აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო" აპირებს.
"მე ქვეყანაში თეოკრატიული მმართველობის დამყარებას და მართლმადიდებლური სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ვაპირებ. ამომრჩეველს ჩვენი საარჩევნო პროგრამის დეტალურად გაცნობა ჩვენს საიტზე ufali.ge-ზე შეუძლია. აიჩიეთ ღმერთი, თუ გინდათ, რომ იცოცხლოთ. უნდა ვიყოთ მშვიდობის მებაირახტრეები და ჩვენი ტერიტორიული პრობლემების და კონფლიქტის მოგვარება სწორედ ღმერთის ნებაზე მინდობილად გვესახება. ჩვენი პოლიტიკური სლოგანია - მართლმადიდებლობა, სამხედრო ნეიტრალიტეტი და მშვიდობიანი კავკასია. ამ პროგრამას ანალოგი და კონკურენტი არ ჰყავს,"- განაცხადა მიხეილ-გელა სალუაშვილმა.
საქართველოში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირებულია ქვეყნის პრეზიდენტობის 30-მდე კანდიდატი.