ბრატისლავაში საქართველოსადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა.  ღონისძიება სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  და ბრატისლავას  ძველი ქალაქის მუნიციპალიტეტის დახმარებითა გაიმართა.
ქართველ ფოტოხელოვანთა  30-მდე ნამუშევარი ძველ ქალაქში მდებარე სიჩის სასახლეშია გამოფენილი.  ფოტოგამოპფენის გახსნის ცერემოანიაზე ღონისძიების მონაწილეებს  სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა და ქალაქ ბრატისლავას ძველი ქალაქის ვიცე-მერმა პეტერ ოსუსკიმ მიმართეს.  ღონისძიებას ასევე   დაესწრნენ სლოვაკეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებული დიპლომატირური მისიების ხელმძღვანელები,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მედიის წარმომადგენლები. ფოტოგამოფენის სტუმრებს ანსამბლ „ერისიონის" კონცერტის ვიდეო-ჩანაწერი უჩვენეს. 
 სლოვაკეთის დედაქალაქში სქართველოსადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა  24 აგვისტომდე გასტანს.