ოსი სეპარატისტები რუსეთის ფედერაციის სატელეფონო კოდს დროებით, უსასყიდლოდ მიიღებენ. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„შეთანხმების პროექტის მიხედვით საერთაშორისო კოდის გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ ნუმერაციის რესურსის დროებით სარგებლობის პირობებით. რუსეთის კოდით სამხრეთ ოსეთი ისარგებლებს მანამდე, სანამ საერთაშორისო „სოიუზ ელექტროსვიაზი" გადაწყვეტილებას არ მიიღებს სამხრეთ ოსეთისათვის ცალკე საერთაშორისო კოდის მინიჭების შესახებ", _ ნათქვამია მედვედევის განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზი სეპარატისტები რუსეთის მიერ მინიჭებული სატელეფონო კოდით 2010 წლიდან სარგებლობენ.