„დიდი ყურადღებით ვუსმენდით დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს - მიგვაჩნია, რომ ის ჩვენი ხმით საუბრობდა აგვისტოს ომზე", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა „გოლოს როსიისათის" მიცემულ ინტერვიუში 2008 წლის მოვლენებზე საუბრისას.
„არც ჩემი და არც ჩვენი მოქალაქეების შეფასება 2008 წლის სექტემბრის მერე არ შეცვლილა. აგვისტო და სექტემბერი - განსაკუთრებული თვეებია ჩვენი და სამხრეთ ოსეთის ისტორიაში.
რა გითხრათ აბა? ალბათ იგივე შესაძლოა მომხდარიყო აფხაზეთთან მიმართებაში. საქართველოს გეგმები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცნობილი იყო. რუსეთის დროული ჩარევა, რომ არა შედეგები სავალალო და კატასტრროფული იქნებოდა და იქ რომ ჩვენი მოქალაქეები მზდ იყვნენ იმწამსვე წასულიყვნენ სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად ალბათ ბევრ რამეზე მეტყველებს.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ პრეზიდენტ მედვედევის მიერ მიღებულ მამაც გადაწყვეტილებას. ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენდით მის ინტერვიუს. მიგვაჩნია, რომ ის ჩვენი ხმით საუბრობდა. ის ჩვენს აზრს გამოხატავდა. ეს ჩვენი საერთო აზრია და საერთო შეფასებაა 2008 წლის აგვისტო-სექტემბრის მოვლენებისა", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.