ხვალ, 2 მარტს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებგვერდის (www.folk.ge ) პრეზენტაცია გაიმართება.
ვებგვერდი მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას ცენტრის საქმიანობის შესახებ. მომხმარებელი შეძლებს მოისმინოს საექსპედიციო ჩანაწერები, დაათვალიეროს ფოტო- და ვიდეოგალერეა, გაეცნოს ცენტრის პრიორიტეტებს, პროექტებს.
მსურველებს ონლაინრეჟიმში შეეძლებათ ანკეტის შევსება, რომლის საშუალებითაც მიიღებენ მონაწილეობას მასტერკლასებსა და ცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა პროგრამაში.
უახლოეს მომავალში მომზადდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებგვერდის ინგლისურენოვანი ვერსია.