ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის პრეზიდენტის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩევლის ანდრეი ილარიონოვის განცხადბით, "ინფორმაციები ოსი ხალხის გენოციდის და რუს სამშვიდოებოებზე თავდასხმის შესახებ, არარსებული ლეგენდაა".
მისი თქმით, "2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს არ მისცეს მაპი და რუსეთს საშუალება მიეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა და ეს შესაძლებლობა იყო -ომი, ამიტომაც, რუსეთის მხრიდან ომის გაღვივება 2008 წლის აპრილში დაიწყო".
"მევედევი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სიმართლე თქვას. მის ინტერვიუში ატობით ფაქტია, რომელიც მან უბრალოდ დაამახინჯა და პირდაპირ სახალხოდ იცრუა. სწორედ დიმიტი მედვედევმა მისცა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის დაწყების ბრძანება გენერალურ შტაბს 2008 წლის 4 აგვისტოს და ამავე დღეს დაიწყო რუსული ჯარების გადაადგილება. საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, უკავშირდება იმ საკითხს, თუ ვინ გადაკვეთა ქვეყნის საერთასორისოდ აღიარებული საზღვარი. მსვილმა სამხედრო შენაერთებმა ეს საზღვარი 6-დან 7 აგვისტოს მონაკვეთში ღამე გადაკვეთეს, ხოლო ცალკეულმა დაჯგუფებებმა ეს საზღვარი უფრო ადრეც გადმოკვეთეს. ასე რომ, ლეგენდა ოსი ხალხის გენოციდისა და რუს სამშვიდოებოებზე თავდასხმასა და მათი მკვლელობის შესახებ, თავად მედვედევის მიერაა უარყოფილი, რადგან მან განმარტა, რომ ბრძანება გასცა მანამ, ვიდრე რუსი სამშვიდობოები დაიღუპებოდნენ, რადგან 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს არ მისცეს მაპი, ერთადერთი ვარიანტი დარჩა, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა და ეს შესაძლებლობა იყო -ომი. ამიტომაც, რუსეთის მხრიდან ომის გაღვივება სწორედ აპრილში დაიწყო," - განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა.