ხვალ, 8 აგვისტოს 12:00 საათზე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე სპორტსმენები შპს ,,ჰემა 2012"-ში (მის: პუშკინის ქ.#162, ტელ: (0422) 27-40-92) სისხლს უანგაროდ ჩააბარებენ.
აქცია აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება და აქციაში ჩართვა ნებისმერ მსურველს შეეძლება.
მასალის გამოყენების პირობები