აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ანაკლიის „მომავლის ბანაკში" გაემგზავრნენ. 10 დღის განმავლობაში მოზარდები მონაწილეობას სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით
ღონისძიებებში მიიღებენ.
პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამის - „მომავლის ბანაკი" ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები დევნილი და არადევნილი მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ბავშვების ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება.