სოხუმში, "როსსოტრუდნიჩესტვოს" წარმომადგენლობაში, კომპიუტერული კურსები გაიხსნა. პროგრამას "მომხმარებლის საბაზისო კურსი" ეწოდება.
"როსსოტრუდნიჩესტვოს" წარმომადგენლის მიერ აფხაზური მედიისთვის მიცემულ განმარტებაში ნათქვამია, რომ აქ შექმნილია ჯგუფური და ინდივიდუალური მეთოდით მუშაობის პირობები, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, ისწავლონ კომპიუტერის მოხმარება.
შეგახსენებთ, რომ ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა და ჰუმანიტარული Yთანამშრომშლობის საკითხებში, "როსსოტრუდნეჩესტვო", სოხუმში 2009 წლის 18 დეკემბერს გაიხსნა. მას აფხაზეთში ე. წ. რუსეთის საელჩის მრჩეველი ალექსანდრე ვაულინი უდგას სათავეში.