პარლამენტში,საპარლამენტო უმრავლესობა მედვედევის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. კოალიცია „ქართული ოცნების" წევრის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებებში სიახლე არაფერი ყოფილა.
როგორც ჟურნალისტებს ჩიქოვანმა განუცხადა, მედვედევმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც საერთაშორისო ფორუმებზე ხშირად საუბრობს.
„საქართველო ევროატლანტიკურ სწრაფვას გააგრძელებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას, საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტური უმრავლესობა პროცესებს პრაგმატულად მართავს", - დასძინა ჩიქოვანმა.