რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, "ჟენევის მოლაპარაკებები დიდად სასარგებლო გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ რთულად მიმდინარეობდა, ეს მაინც სწორი ნაბიჯი იყო".
ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი"-ის ჟურნალისტ ნინო შუბლაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მედვედევმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების გაკეთებული შეფასების კომენტირებისას აღნიშნა, "საერთაშორისო საზოგადოება არასდროს იყო ერთგვაროვანი, ხოლო მისი შეგრძნებები იცვლებოდა".
"მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოება არასდროს იყო ერთგვაროვანი, ხოლო მისი შეგრძნებები იცვლებოდა. თუ ვისაუბრებთ პირველ შეგრძნებებზე, მაშინ ისინი ძალიან განსხვავდებიან საერთაშორისო საზოგადოების, ამ სიტყვის ფართო გაგებით და იმ ექსპერტების შეფასებებისგან, რომლებიც მოცემულია ტალიავინის მოხსენებაში. ეს იმიტომ რომ დასაწყისში არ მოქმედებს ობიექტური ჟურნალისტიკის კანონები, ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენ არ გვინახავს, არამედ მოქმედებს შიშველი პროპაგანდა, შემდეგ ვნებები ცხრება. მადლობა ღმერთს, ეს კონფლიქტი ხანგრძლივი არ აღმოჩნდა და სიმართლე გზას იკვლევს, ამიტომ დამოკიდებულება ძალზე სხვადასხვაგვარია. ამჟამად არანაირი მონოლითური პოზიცია აღარ არსებობს. ის სხვადასხვაგვარია. ევროკავშირს აქვს რაღაც კონსოლიდირებუილი თვალთახედვა. ისინი ძირითად აქცენტს კონსულტაციების გაგრძელების აუცილებლობაზე აკეთებენ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში. რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებს, დიდად სასარგებლო გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ რთულად მიმდინარეობდა, ეს მაინც სწორი ნაბიჯი იყო. მე მადლიერი ვარ და ამის შესახებ შვეიცარიის ხელმძღვანელობასაც განვუცხადე", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.