რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, "ცხინვალზე შეტევის ბრძანების გაცემამდე და ქვემეხების გასროლამდე უღთიერთობის დალაგების შანსი იყო".
ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი"-ის ჟურნალისტ ნინო შუბლაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ "მასთან შეხვედრის თაობაზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის გაკეთებული შეთავაზების მიუხედავად, არავინ გამოხმაურებია".
"შანსი ყოველთვის არის მანამ, სანამ არ გაისვრიან ქვემეხები და სარაკეტო დანადგარები. ამ მომენტამდე სრულიად ნორმალური შანსი იყო. როდესაც ჩვენ ერთმანეთს ასტანაში შვხვდით, მე ვუთხარი: "ჩამოდით, დავილაპარაკოთ", არანაირი გამოხმაუება, არანაირი სატელეფონო ზარი. 8 აგვისტოს კი, ეს ყველაფერი დაიწყო. კიდევ ვიმეორებ, პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების შანსი იყო მანამდე, სანამ ცხინვალზე შეტევის ბრძანება გაიცემოდა,"- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.