რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის მოვლენებისას სახელმწიფოებრივი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც, პრაქტიკულად აღარ დარჩა შესაძლებლობა, რომ შეეკოწიწებინა საკუთარი ქვეყანა"
ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი"-ის ჟურნალისტ ნინო შუბლაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და მიხეილ სააკაშვილთან მისი პირველი შეხვედრის დეტალები გაიხსენა, სადაც მხარეებმა საქართველოს კონფლიქტური რეგიონების საკითხები განიხილეს.
მედვედევის თქმით, "მისი სურვილი და სააკაშვილისთვის შეთავაზება იყო, რომ ნებისმიერი უთანხმოება მშვიდობიანი გზით მომხდარიყო, რაზეც საქართველოს პრეზიდენტიც დაეთანხმა, თუმცა მოულოდნელად, დაახლოებით სამი თვის შემდეგ საპასუხოდ, სამხედრო შეჭრა და ადამიანთა მკვლელობები მიიღო".
"სამწუხაროდ, ბატონმა სააკაშვილმა როცა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო რა მდგომარეობაში ეს უკვე აღარ ვიცი, უბრალოდ, სახელმწიფოებრივი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. რის შემდეგაც, პრაქტიკულად აღარ დარჩა შესაძლებლობა, რომ შეეკოწიწებინა საკუთარი ქვეყანა. რადგან ამაზე დაწვრლებით ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ გავიხსენო, თუმცა არც ისე დიდი ხანია, რაც ეს ამბავიც მოვყევი, ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან, ეს დანამდვილებით ჩვენი პირველი შეხვედრა იყო, პირველი კონტაქტი. მე მას სიტყვა-სიტყვით ვუთხარი, პირადად მე, როგორც რუსეთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, არ მაქვს ურთიერთობების არანაირი ტვირთი, პერსონალური შფასებები, რაიმე ისეთი ემოციები, რომლებიც ადამიანებს შორის ყოველთვის წარმოიქმნება. მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ შევეცადოთ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზებით. მე ვთვლიდი, რომ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული, იმის მიუხედავად, რომ სიტუაცია იყო ურთულესი. ამაზე მე მივიღე პასუხი - "დიახ, მეც მზად ვარ, გადავწყვიტოთ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზებით. მე თქვენი დიდი იმედი მაქვს და ამის მიღწევის უდიდესი სურვილი გამაჩნია", და რა მივიღე სამი თვის პრეზიდენტობის შემდეგ?! - სამხედრო შეჭრა, ადამიანთა მკვლელობები,"- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.