საქართველოს ნატოში გაწევრიანება ალიანსის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი"-ის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არ არის ნატო-ს წევრი და მას ხმა არ გააჩნია.
„ჩვენ იქ არ გვისმენენ, ჩვენ იქ არ გვეპატიჟებიან. ჩვენ პერიოდულად ვხვდებით ერთმანეთს. მე მივიღე მონაწილეობა ნატო-რუსეთის სესიაში. შეიძლება კარგი საუბარი გაიმართოს. თუმცა, ჩვენ ახლა ნატო-სთან ჩვენი პრობლემები გვაქვს, მაგალითად, ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, მაგრამ მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ვახდენთ. ამიტომ ეს იქნება თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კომპეტენციაში. თუმცა, ვთვლი, რომ ამაზე უნდა იფიქრონ საქართველოს მოქალაქეებმაც და თქვენმა ხელმძღვანელობამაც - ზოგადად, რამდენად სასარგებლო იქნებოდა ევროპისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება", - განაცხადა მედვედევმა.