რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, "ამჟამად რუსეთისთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამარლის სუბიექტები არიან".
ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი"-ის ჟურნალისტ ნინო შუბლაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ "საერთსორისო სამარლის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით, აფხაზეთშა და სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარების განლაგება უკანონო ქმედებას არ წარმოადგენს".
"რაც შეეხება სხვა ტერიტორიული წარმონაქმნების ტერიტორიებს, ეს უკვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხია. ჩვენთვის ისინი ამჟამად საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არიან და იქ ჩვენი ჯარის ყოფნა ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის ხელშეკრულებებს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. იქ ჩვენი სამხედროები საერთაშორისო ხელშეკრულებების საუძველზე იმყოფებიან,"- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.