რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, "ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროები არ იმყოფებიან".
ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი"-ის ჟურნალისტ ნინო შუბლაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "2008 წელს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით რუსეთ-საქართველოს შორის გაფორმებულ "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტს ეხებოდა და რუსი სამხედროების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას გულისხმობს".
"იქ ცოტა სხვაგვარადაა ნათქვამი, თუმცა ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ჩვენ გამოვიყვანოთ ჯარები ომამდელ პოზიციებზე. მათ დატოვეს საქართველოს ტერიტორია. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან და ამ თვალსაზრისით, ყველაფერი შესრულებულია,"- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.