2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები სწორი იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული შეტაკებების, საბრძოლო ოპერაციების და ადამიანების დაღუპვის გაგრძელების საფრთხე იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი"-ის ჟურნალისტ ნინო შუბლაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მან, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა რა ზომებიც მიიღო, პოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე, საშუალება მისცა, სიტუაცია დაემშვიდებინა".
"მე ვთლი, რომ მნიშვნელოვანია შეკითხვებს ვუპასუხო და არა მარტო ჩემთვის, არამედ საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობბისთვის. ასე რომ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მომეცით ამის საშუალება. იცით? მე ვთვლი, რომ სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა,მოხდა. ხოლო, თუ ჩემი შეფასების შესახებ ვილაპარაკებთ, ეს რა თქმა უნდა, მას მერე არ შეცვლია. მიმაჩნია, რომ იძულებული ვიყავით ამგვარად გვეპასუხა შესაბამის აგრესიულ ქმედებებზე, რომლებიც მაშინ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს და მოვლენების ყველა შემდგომი განვითარება წინასწარ იყო განსაზღვრული სწორედ ამ ფაქტით - მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის და ვითარებაში ჩარევის აუცილებლობის ფაქტიღ. ანალოგირად მოვიქცეოდი თუ არა ასეთ სიტუაციაში? - ჩემი პასუხია - დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც მომიხდა როგორც პრეზიდენტს, როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძქალების მთავარსარდალს. ზუსტად ასევე მოვიქცეოდი. რაც შეეხება მომდევნო გადაწყვეტილებებს, როგორც მე წარმომიდგენია, მოვლენათა მთელი ჯაჭვი, მთელი ისტორია, რომელიც მას შემდეგ განვითარდა, ამტკიცებს, რომ მთლიანობაში ეს დაბალანსებული გადაწყვეტილებები იყო, რომლებმაც ვითარების შენარჩუნბის შესაძლებლობა მოგვცა. ჩემი აზრით, ყველაზე საშინელი ხომ ის იქნებოდა, რომ ის შეტაკებები და საბრძოლო ოპერაციები, ადამიანების დარუპვა 2008 წლის აგვისტოს შემდეგაც პერმანენტულად გაგრძელებულიყო?! ასეთი საფრთხე კი, იყო და მიმაჩნია, რომ რა ზომებიც მივიღეთ, მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და საერთოდ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე, საშუალება მოგვცა, დაგვემშვიდებინა სიტუაცია. დიახ, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილებები, მაგრამ ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული, "- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.