შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ბოლო 6 თვის განმავლობაში კრიმინოლოგიური კუთხით, დანაშაულის გახსნა გაიზარდა, საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება.
ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ორგანზიებულად მუშაობას, რაც მათ მუშაობაზე აისახება.
„ თუ არსებობს ქვეყანა, ბუნებრივია არსებობს დანაშაულიც, თუმცა მთავარია არის ის, რომ ეს დანაშაული პოლიციამ მალევე გახსნას. შსს საკმაოდ ორგანიზებულად მუშაობს და დანაშაულებებს ცხელ კვალზე ხსნის. ჩვენი ოპონენტების მხრიდან ხშირად იყო საუბარი, რომ ამნისტიის შედმეგ ქვეყანაში გათმაგდებოდა კრიმინოლოგიური მდგომარეობა, თუმცა ყველა ხედავს, რომ ეს ასე არ მოხდა,"- განაცხადა კობახიძემ.