საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული და ქმედითი ნაბიჯების შედეგად, ახლო მომავალში, გაერთიანებული საქართველოს საზღვრის არეალში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას შეძლებს".
ამის შესახებ მინისტრმა დღეს თელავის საპატრულო პლიციისათვის ახალი საპატრულო ეკიპაჟების გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი სამხედრო დაპირისპირების დროს დაღუპულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხსოვნას პატივი მიაგო.
"ახლოვდება 8 აგვისტო. 5 წლის წინ, სწორედ ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანას დიდი განსაცდელის გამოვლა მოუწია. რუსეთ-საქართველოს ომმა მძიმე დანაკლისი მოგვიტანა - ოკუპირებული ტერიტორიები, იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამოქალაქეები, დაჭრილები და დაღუპულები. მუდამ პატივი უნდა მივაგოთ იმ პირთა ხსოვნას, რომლებიც ამ ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას შეეწირნენ. დაღუპულთა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირი თანამშრომლებიც არიან. მათი სახელი მათმა თავდადებამ უკვდავჰყო. მე მჯერა, რომ მათ თავგანწირვას ფუად არ ჩაუვლია. ჩვენ მხოლოდ გააზრებული, თანმიმდევრული და ქმედითი ნაბიჯების შედეგად ახლო მომავალში შევძლებთ გაერთიანებული საქართველოს საზღვრის არეალში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას, იმ პროგრესის დანერგვას, რომელიც დღეს ქარტულ პოლიციაში ხოციელდება,"- განაცხადა ირაკლი არიბაშვილმა.