საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შსს-ს ახალი ხელმძღვანელობა უწყებაში სიახლეების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით ჩვენ ქმნის სამართლებრივ სივრცეს, რომელშიც მოქალაქის და პოლიციელის ურთიერთობა დასავლურ სტანდარტებს ეფუძნება, - ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თელავში, ახალი საპატრულო ეკიპაჟების გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციაში დანერგილი სიახლეების დანერგვა მომავალშიც გაგრძელდება".
"ჩვენ ვაგრძელებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციაში დანერგილი სიახლეების დანერგვას. ამ სიახლეებით ჩვენ დღეს კახეთის რეგიონში წარვსდექით. ამაყი ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ. ეს რეფორმები, წარმატებები და მიღწევები უდავოთ თითოეული პოლიციელის დამსახურებაა. პატრულის საქმიანობის მარეგულირებელი ახალი ინსტრუქციებით, ახალი ქცევის კოდექსით, კანონპროექტით "საგზაო მოძრაობის შესახებ", ჩვენ ვქმნით სამართლებრივ სივრცეს, რომელშიც მოქალაქის და პოლიციელის ურთიერთობა დასავლურ სტანდარტებს ეფუძნება. ამ სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვეების გავნვითარების მიზნით, პარტნიორი ქვეყნების წამყვანი ექსპერტების დახმარებით ჩვენ ვახორციელებთ პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ტრეინინგების და სწავლების ჩატარებას. პროფესიონალი კადრების მატება საშუალებას გვაძლევს, გავზარდოთ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა, გავაფართოვოთ პატრულირების არეალი და მომსახურების ზონა. კახეთის რამდენიმე რეგიონულ დანაყოფს საპატრლო ეკიპაჟები დაემატა და უახლოეს მომავალში რეგიონის მთელი მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი საპატრულო პოლიციის სერვისი, კახეთის ყველაზე მოშორებულ ადგილებშიც კი. ძველი საპატრულო ეკიპაჟები შეიცვალა ახლით. ახალი საპატრულო ეკიპაჟები გაუმჯობესებული, თანამედროვე დიზაინით და საერთშორისო სტანდარტების შესაბამისი ფორმებით და პოლიციელისთვის საჭირო უახლესი სპეციალური საშუალებებით. ეს კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ კახეთის რეგიონის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება კიდევ უფრო ეფექტურად იყოს დაცული. ამასთან, ცენტრალურ მაგისტრალებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაუმჯობესდეს. როგორც უკვე ცნობილია, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღიჭურვნენ. მუშაობის ეს მეთოდი ევროპასა და ამერიკაში აპრობირებულია და ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება, ისევე როგორც პოლიციელების უფლებების დაცვას ემსახურება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, თელავში დღეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს ახალი საპატრულო მანქანები ოფიციალურად გადაეცა. საზეიმო ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.
კახეთის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდა და „შკოდა"-ს მარკის 17 ახალი ავტომანქანით შეივსო.
ამასთან, პატრულ-ინსპექტორებს ყველა საჭირო ატრიბუტიკა, მათ შორის, ახალი სამხრე კამერით აღჭურვილი პოლიციის ფორმები გადაეცათ..