"ხალხის პარტიის" თავმჯდომარისა და საპრეზიდენტო კანდიდატის, კობა დავითაშვილის განცხადებით, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში 3%-ზე მეტს არ მიიღებს ის პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის და პოლიტიკიდან წავა. დავითაშვილის თქმით, ის არ ჰგავს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არჩევნებში მინიმალური ხმების მიღებითაც კმაყოფილები არიან.
„მე ვემზადები პრეზიდენტობის მეორე ტურში მოსახვედრად და ამავე დროს გამარჯვებისთვისაც. თუ საქართველოს ამომრჩევლების 3%-ზე მეტი მხარს მე არ დამიჭერს საერთოდ წავალ პოლიტიკიდან. რადგან ვფიქრობ, რომ მხოლოდ მონაწილეობა არაა პოლიტიკოსისთვის მთავარია, ვფიქრობ მთავარი გამარჯვებაა",- ამბობს დავითაშვილი.