პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზა" მიესალმება " ალიანსი საქართველოს" მიერ გაკეთებულ განცხადებას და მის მთავარ სამ დებულებას. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
"უარი პრაიმერს და სოციოლოგიურ გამოკითხვას - მიგვაჩნია, რომ უკვე დიდი ხანია გამოვლენილია ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ირაკლი ალასანია, რომელსაც მხარს ვუჭერთ პირველი დღიდან. ასევე ვეთანხმებით მეორე დებულებას: "ყველა ოპოზიციურ პარტიას "ალიანსი" უღებს კარს, ვინც ყოფილ პრემიერს ზურაბ ნოღაიდელს გაემიჯნება"
ასევე ვეთანხმებით ალიანსის მიერ წარდგენილ მოწოდებას, რომ ყველა ის პარტია, რომელიც ჩვენთან ერთად გადაწყვეტს ამ ერთიანი კანდიდატისთვის მხარის დაჭერას, ასევე გაემიჯნება გაუგებარ, წინასწარ გამოცხადებულ ჭექა-ქუხილს, ეს მუქარა სრულიად განსხავევბულია ლეგიტიმური პროტესტისაგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გაყალვბებულ არჩევნებს, არამედ მას გარკვეულად ხელიც შეიძლება
შეუშალოს. დადგა დრო, როცა ჩვენ ყველა უნდა ჩავერთოთ არჩევნებისთვის ბრძოლაში", - ნათქვამია "საქართველოს გზის" განცხადებაში