"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია არც სოციოლოგიურ გამოკითხვაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ განცხადებას "ახალი მემარჯვენეების" ვებ-გვერდი ავრცელებს.
"ალასანია არც პრაიმერში და არც სოციოლოგიურ გამოკითხვაში არ მიიღებს მონაწილეობას. ალიანსი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და იწვევს ყველას, თუმცა მანამდე მსურველები ნოღაიდელს და აჯანყების იდეას უნდა გაემიჯნონ", - ნათქვამია განცხადებაში.
"ალიანსი საქართველოსთვის" წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას უღებს კარს, ვინც ყოფილ პრემიერს ზურაბ ნოღაიდელს გაემიჯნება.
"ირაკლი ალასანიამ ერთობისკენ კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი, თუმცა დარწმუნდა, რომ ნოღაიდელი და პოლიტიკური ჭექა-ქუხილის იდეა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გაახმოვანა, ერთობას ვერ შექმნის. პრინციპში ალასანიას ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი ნოღაიდელს და აჯანყების იდეას არც გულისხმობდა. ასე, რომ ირაკლი ალასანია კვლავ ალიანსის ლიდერია", - აღნიშნულია განცხადებაში.