დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა მიიღო საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასაიოში კამოჰარა მისი თხოვნით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება..
პრესცენტრი განცხადებით, იაპონიის ელჩმა მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ნალბანდოვს მიმდინარე წლის 19 თებერვალს თბილისში იაპონია-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხები.