ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძე აღშფოთებული იმ პარტიების გამო, რომლებიც საარჩევნო სიების მონიტორინგს აწარმოებენ. საკუთარი პოზიცია თორთლაძემ დღეს პარლამენტში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრისას დააფიქსირა. თორთლაძის თქმით, თანხების მიღების შემდეგ ეს პარტიები არაფერს აკეთებენ და ამის გადაბრალებას სხვაზე ცდილობენ.
,,შესაბამის პარტიებს შორის სიების გადამოწმებისას კოორდინაცია არ არსებობს. ისინი არ ჩადიან იმ რეგიონებში, სადაც გასულ არჩევნებზე დარღვევების მხრივ ყველაზე სერიოზული პრობლემები იყო შექმნილი. ლაპარაკია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთზე. მონიტორინგი, ფაქტობრივად, დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებსა და თბილისში ხორციელდება. მონიტორინგისათვის განკუთვნილი თანხის მიღების შემდეგ ეს პარტიები არაფერს აკეთებენ და ამას სხვას აბრალებენ,~ - განაცხადა თორთლაძემ.
ამასთან იგი ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე საარჩევნო სიების გადამოწმებაში მონაწილე პარტიების მიოწვევის წინადადებით გამოდის, რათა უკვე არსებული შედეგები შეაჯამონ.