,,კოალიციის შექმნის პირველი დღიდან ველოდი, რომ კობა ამ ნაბიჯს გადაგამდა", _განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ კობა დავითაშვილის განაცხადების კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, პოლიტიკაში დავითაშვილის პირადი ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე გუნდის პრინციპები. როგორც ჟურნალისტებთან საგანელიძემ განაცხადა მისთვის და კოალიციის ლიდერებისთვის კობა დავითაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
,, ელემენტარული მორალი და ზნეობა ამბობს, რომ ამგვარი თემები ყოველთვის გუნდში უნდა იყოს გარჩეული და შემდეგ იყოს განაცხადება გაკეთებული. იგი თავისი განცხადების დაანონსებით კიდევ უფრო შეეცადა, როგორც პოლიტიკოსი მეტი ქულები დაეწერა. ეს მისთვის უცხო ხილი არ არის. მისი ეს ნაბიჯი პირადად ჩემთვის და კოალიციის ბევრი წევრისთვის არ იყო მოულოდნელი, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო ვინც კობა დავითაშვილის პოლიტიკური ბიოგრაფია იცის, ეს ხერხი მისთვის არა თუ ნაცადი, არამედ ჩვეულებრივი მოვლენაა", _განაცხადა საგანელიძემ.
მისივე განმარტებით, კობა დავითაშვილი ყოველთვის ჰქონდა კოალიციისგან განსხვავებული აზრი და როცა ასეთი განსხვავბებული მოსაზრების ადამიანი გადის უმრავლესობიდან, ეს არავითარ პრობლემას არ უქმნის კოალიცია ,,ქართულ ოცნებას"