,,მიმაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის ამ დოზით აჟიტირება არსებითი ხასიათის შეცდომა იყო", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთა" საუბარში კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, იქამდე სანამ ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილია არ შეიძლება სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი.
,,პირადად ჩემთვის ტერმინი ,,სამართლიანობის აღდგენა" კატეგორიულად მიუღებელია, რადგან საუბარი უნდა იყოს არ სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ სამართლიანობის დამკვიდრებაზე. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს იმას, რომ ვითომ გვქონდა სამართლიანობა და ახლა უნდა აღვადგინოთ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩადენილი დანაშაული არ უნდა მოვკითხოთ, არამედ საზოგადოებისთვის მკაფიოდ უნდა განგვემარტა იქამდე სანამ სააკაშვილია პრეზიდენტი ძნელია საუბარი სამართლიანობაზე. ეს პერიოდი უნდა გამოგვეყენებინა სერიოზული მტკიცებულებების მოგროვებისთვის, რასაც შემდეგ სასამართლოზე წარვადგენდით", _განაცხადა ზურაბიშვილმა ,,ჯი-ეჩ-ენთა" საუბარში.