საპარალემტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი მიჩნევს, რომ კობა დავითაშვილის მიერ უმრავლესობის დატოვება, სავარაუდოდ, მისი პრეზიდენტობის სურვილს უკავშირდება.
„ძირითადად, ეს გადაწყვეტილება მან ალბათ მიიღო იმიტომ, რომ სურდა პრეზიდენტობის კანდიდატობა, ჩვენ კი არჩევანი მარგველაშვილზე შევაჩერეთ", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ჩრდილელმა.
ჩრდილელი აცხადებს, რომ დავითაშვილის განცხადება სასამართლოსთან დაკავშირებით მისაღებია.
„სასამართლოსთან მიმართებაში, ნაწილობრივ ვეთანხმები, ვთვლი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ახალაიას სასამართლო ჭეშმარიტად დემოკრატიის გამარჯვება იყო. რაც შეეხება დავითაშვილის მიერ ფრაქციის დატოვებას, ვთვლი რომ მან გადაწყვეტილება უცბად მიიღო", - განაცხადა ჩრდილელმა.
მისივე თქმით, არასწორია ნაციონალების მოსაზრება ოცნების რღვევასთან დაკავშირებით.
„რამოდენიმე ნაციონალმა განაცხადა, რომ ,, ქათული ოცნების,, რღვევა დაწყებულიაო, მე ასე არ მივიჩნევ, მაგრამ არც ძალით შედუღაბებული ფრაქცია ვართ ნაციონალებივით", - განაცხადა ჩრდილელმა.
დეპუტატმ აღნიშნა, რომ დავითაშვილმა ფრაქციაში თავი 9 თვეც ვერ შეინახა.
„ხუმრობით თუ ვიტყვი: ნათქვამია, ნიორმა თავი სამი წელი ინახაო, კობამ კი სულ რაღაც 9 თვე...", - განაცხადა ჩრდილელმა.