საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირინა იმერლიშვილის, განცხადებით, კობა დავითაშვილის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლა კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" არ დააზარალებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში იმერლიშვილმა განაცხადა, დავითაშვილი დიდი ხნის განმავლობაში ,,ღია კარის მტვრევის პოლიტიკას" ეწოდა.
იმერლიშვილის განმარტებით, თუ დავითაშვილის ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა ერეოდეს, დავითაშვილს კოალიცია ნამდვილად უნდა დაეტოვებინა.
,,ძალიან ცუდია, თუ დავითაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება, ან რომელიმე პოლიტიკური მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებებში უნდა ერეოდეს. პოლიტიკური განცხადებები პოლიტოსების მხრიდან იქამდე სანამ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი დასრულებული არ არის მართებული არა რაის. პროკურატურამ როგორც თქვა სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. ამიტომ დავითაშვილი თუ ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა ერეოდეს ნამდვილად სხვადასხვანაირად ვფიქრობთ და კოალიციიდან ნამდვილად უნდა წასულიყო ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში იმერლიშვილმა.
მისივე განმარტებით, დავითაშვილს საპარლამენტო უმრავლესობასთან კოალიციიდან წასვლის თაობაზე არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილმა კოალიცია ,,ქართული ოცნება" დატოვა. როგორც დავითაშვილმა განაცხადა მისთვის მიურებელია სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით და ის კურსი რასაც ხელისუფლება ახორციელებს.