კოალიცია „ქართული ოცნების" წევრის კობა დავითაშვილის მიერ, კოალიციის დატოვებას და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, საპარლამენტო უმცირესობა აფასებს."ნაციონალური მოძრაობის" წევრის სერგო რატიანის თქმით, დავითაშვილის კოალიციიდან წამოსვლით „ქართული ოცნების" რღვევა დაიწყო.
„კოალიცია „ქართულ ოცნებაში" თავმოყრილი იყო ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არანაირი საერთო იდეოლოგია არ ჰქონდათ. მაშინ, როცა ხელისუფლება ვერ ასრულებს დაპირებული ოცნებების ასრულებას და დიდი კრიზისია ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ბუნებრივია დაიწყო რღვევა ამ ბლოკისა და დავითაშვილი „ქართულ ოცნებაში" იყო პირველი მერცხალი, ვინც ეს გააკეთა,"- განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ „ხალხის პარტიის" თავმჯდომარემ და კოალიცის ერთ-ერთმა წევრმა დავითაშვილმა საგანგებოდ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კოალიციას ტოვებს და არჩევნებში კოალიცისგან გამიჯნული მიიღებს მონაწილეობას.